ბათუმის საჯარო სკოლების მზის სისტემებით აღჭურვის პროექტი წარმატებით დასრულდა. ის ბათუმის 13 საჯარო სკოლაში განხორციელდა, რაც ქალაქის სკოლების ნახევარს შეადგენს. ცამეტ საჯარო სკოლაში განთავსებული გენერაციის ობიექტები ნეტო აღრიცხვის სისტემაშია ჩართული, რაც საშუალებას მისცემს სკოლებს სრულად გამოიყენონ გამომუშავებული ელექტროენერგია.
პროექტის განხორციელების ანგარიშს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ენერგეტიკისა და განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ბათუმის საჯარო სკოლის მზის პანელებით აღჭურვის პროექტი საპილოტეა და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. მან ყურადღება გაამახვილა პროექტის საგანმანათლებლო და ეკონომიკურ კომპონენტებზე, რადგან მათი მეშვეობით ახალი თაობა უკეთ შეძლებს, გაეცნოს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების მნიშვნელობას, გარდა ამისა, მზის პანელების გამოყენებით აღნიშნულ სკოლებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ კომუნალური გადასახადები. „რაც ყველაზე მთავარია, ესაა განახლებადი, სუფთა ენერგიის ათვისება ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს მსოფლიოში ნომერი პირველი გამოწვევაა გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება და მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს, ვაწარმოოთ სუფთა ენერგია და ჩვენი ეკონომიკის ზრდასთან ერთად გამოვიყენოთ ადგილობრივი, სუფთა განახლებადი მწვანე ენერგია. ეს პროექტი ამის კარგი მაგალითია,“ - განაცხადა ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა.
პროექტი ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და ლიეტუვური კომპანია შპს ,,Via Solis"-ის პარტნიორობით შემუშავდა, ლიეტუვის გარემოსდაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი