მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის აეროპორტის გაფართოება $14 მლნ ჯდება - რა იცვლება ბათუმის ტერმინალში?

5f0c87d7ba68c
ნინი ლონგურაშვილი
13.07.20 21:20
1828
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტში, TAV Georgia 14 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება. გაფართოების შემდგომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 - 1 500 000 მგზავრს მოემსახურება.

"ჩვენ უკვე ორი წელია ბათუმის აეროპორტების გაფართოებას ვაპირებდით. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მოცულობა, როდესაც 2007 წლის მაისში გაიხსნა, პროექტით გათვალისწინებული იყო 550 000-დან 600 000 მგზავრამდე. 2019 წელი ჩვენ დავასრულეთ 624 000 მგზავრით. მიუხედავად კრიზისისა და  პანდემიისა, ჩვენ არ შეგვიჩერებია ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის და აუცილებელია ბათუმის აეროპორტისთვის. ჩვენ იქ დავხარჯავთ 14 მლნ დოლარს, თავიდან იქ საინვესტიციო ღირებულება იყო 10-დან 12 მილიონამდე, შემდეგ გაიზარდა, რადგან დავამატეთ რაღაცები.

რაც ემატება ბათუმის ტერმინალს, არ არის გრანდიოზული, მაგრამ გრანდიოზულია ის, რაც შიგნით კეთდება. იმიტომ რომ იცვლება მთლიანად ელექტროგაყვანილობა, საკონდესაციო სისტემა, მექანიკური გაყვანილობა, მონტაჟდება მთლიანად ახალი სახანძრო სისტემა და მთლიანად იცვლება ბარგის მომსახურების სისტემა, ასევე უსაფრთხოების სისტემა, ემატება მგზავრებისთვის ბარგის ახალი კარუსელი, ამასთან იქმნება ახალი სივრცეები, როგორც გაფრენაში, ასევე მოფრენაში. და ეს იქნება აბსოლუტურად გამართული ინფრასტრუქტურულად, რომელიც მოემსახურება 1 მილიონ 250 000-დან 1 მილიონ 500 000-მდე მგზავრს", – აღნიშნა TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძემ.