მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის აეროპორტში ₾400 000-ის ინვესტიციით ახალი კვების ობიექტი Greenport-ი გაიხსნა

629771178d655
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.22 18:08
723
TAV Airports-ის შვილობილმა კომპანია BTA-მ ბათუმის აეროპორტში კვების ახალი ობიექტი Greenport-ი გახსნა, რისთვისაც 400 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

TAV Georgia-ს ინფორმაციით, ახალი კვების ობიექტი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ამოქმედდა. კაფე-რესტორანი მგზავრებს ქართული და უცხოური კერძების ფართო არჩევანს შესთავაზებს.

“ამ რესტორნის სახით ბათუმის აეროპორტს ძალიან ლამაზი ინფრასტრუქტურა შეემატა. რესტორნის კომფორტული გარემო ბათუმის აეროპორტს მგზავრებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის, რაც ძალიან გვახარებს”, - განაცხადა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.

TAV Airports-ის შვილობილმა კომპანია BTA-მ აღნიშნული კვების ობიექტის მოწყობაში 400 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა. BTA 8 ქვეყნის 70 მეტ აეროპორტში 300-მდე კვების ობიექტს მართავს.