მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის ავტობანის მშენებელმა Polatyol & Mapa-მ დაგვიანების გამო გაფრთხილება მიიღო

632d89366789e
შოთა ტყეშელაშვილი
23.09.22 14:59
1026
კომპანია JV “Polatyol & Mapa” საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორია. მას 330 მილიონი ლარის ღირებულების ბათუმის შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობა აქვს ჩაბარებული. როგორც გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი წერეთელმა განაცხადა. ეს პროექტი 2021 წლის 31 დეკემბერს უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო.

გიორგი წერეთელი საუბრობს გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის შესახებაც, რომელსაც ასევე JV “Polatyol & Mapa” აშენებს. ამ კონტრაქტის ღირებულებაა 229 მილიონი ლარი. გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ამ პროექტშიც სუსტი პროგრესი შეინიშნება.

“ბათუმის შემოვლითი გზა, ასევე გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზაზე სუსტი პროგრესი აქვს კომპანიას. მას შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა, მას აქვს კონტრაქტის პირობითაც ვადები, რომ ეს პროგრესი გამოასწოროს და დაეწიოს ჩამორჩენილ სამუშაოებს, რომელიც აქვს. ვნახოთ, ველოდებით. სუსტი პროგრესის მიზეზხი ალბათ გარკვეულწილად არის ფინანსური რესურსები, რომელიც კომპანიას გააჩნია, ფინანსების უქონლობა. ველოდებით ჩვენც მათ გადაწყვეტილებებს, თუ როგორ იმოქმედებენ. შეასრულებენ თუ არა იმ ვალდებულებებს, რაც მათ წერილით და შესაბამისი შეტყობინებით მიუვიდათ მათ საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ. თუ არ შეასრულებენ, ჩვენ კონტრაქტის შესაბამისად ვიმოქმედებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს,"-განაცხადა გიორგი წერეთელმა. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზა 13-კილომეტრიანი მონაკვეთს მოიცავს. პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.