მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის ბულვარის მოიჯარეებს ფართები წლის ბოლომდე პირდაპირი წესით გადაეცემათ

6093d78980762
ინგა მურუსიძე
06.05.21 21:40
734
ბათუმის ბულვარის მოქმედ მოიჯარეებს ფართები, გასული წლის მსგავსად, წლის ბოლომდე, პირდაპირი წესით გადაეცემათ, - გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ მიიღო.

კერძოდ, მოიჯარეების 2021 წლის ხელშეკრულებაში, გასულ წელს არსებული ყველა პირობა უცვლელად შენარჩუნდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ფინანსთა და ეკონომკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ მოიჯარეებს, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად გააცნო.

„პანდემიის ფონზე, სამწუხაროდ, სრულყოფილად ვერ ტარდება ტურისტული სეზონი, რამაც ბევრ ადამიანს შეუქმნა პრობლემა, მათ შორის მოიჯარეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც ერთგვარი შეღავათი იქნება, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, რომ ეს სეზონი მინიმალური ფინანსური დანაკარგებით გაიარონ“ - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

აჭარის მთავრობის შუამდგომლობით თვითმმართველობები ასევე იმსჯელებენ მოიჯარეებისთვის, პირდაპირი წესით, საშეღავათო პირობებით ხელშეკრულებების გაგრძელებაზე.