08.ივნისი .2020 21:00

ბათუმის ბულვარის სავაჭრო ჯიხურების მოიჯარეები 3 თვის გადასახადისგან გათავისუფლდებიან

views 345
უკან

თორნიკე რიჟვაძემ მოიჯარეებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა და გააცნო ის შეღავათები, რომელიც რეგიონში მოიჯარეების მხარდასაჭერად ხორციელდება, კერძოდ, ბათუმის ბულვარში განთავსებული სავაჭრო ჯიხურების მოიჯარეები საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით გათავისუფლდებიან იჯარის სამი თვის გადასახადისგან.

შეხვედრაზე განიხილეს პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარება და არსებული გამოწვევები.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა