მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის ბულვარში „აგროჰაბის“ პავილიონები გაიხსნა

647f17574449e
ინგა მურუსიძე
06.06.23 15:50
1873
ბათუმის ბულვარში „აგროჰაბის“ პავილიონები გაიხსნა. როგორც bm.ge-ს “აგროჰაბის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა, ირინა ონაშვილმა განუცხადა, ბათუმის ბულვარში სულ 3 პავილიონია განთავსებული და სეზონის ბოლომდე მოემსახურება მომხმარებელს.

„მოთხოვნა იყო მომხმარებლის მხრიდან, რომ სანაპიროდან ამოსულმა შეძლოს და ბულვარშივე დააგემოვნოს ჯანსაღი პროდუქცია. სამი პავილიონი გვაქვს სულ და იქ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს წასახემსებელი, მათ შორის სენდვიჩები, ჰოთდოგები, ტკბილეული, "აგროჰაბის" მიერ წარმოებული გლიასე და ნაყინი, რომელიც 100%-ით ნატურალური რძით არის დამზადებული“, - განაცხადა ირინა ონაშვილმა.

მისი განმარტებით, „აგროჰაბის“ პავილიონებში პროდუქცია ზუსტად იგივე ფასი ღირს, რაც ჩვეულებრივ, დიდ ფილიალებში.