მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის ბულვარში ნაგვის დაყრისთვის 80 ლარით, ალიკაპის გარეშე ძაღლის გასეირნებისთვის კი შესაძლოა 20 ლარით დაჯარიმდეთ

60ccc3281427c
თამთა ჯიჯავაძე
18.06.21 21:00
8478
ბულვარის ტერიტორიაზე მოქმედი სხვადასხვა სახის საჯარიმო სანქციების შესახებ ბულვარის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ირკვევა, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით.

მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა მსგავსი მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარით, განმეორებით შემთხვევაში 50 ლარი. თავის მხრივ, ველობილიკზე ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია.

ამას გარდა, ძაღლის ალიკაპის გარეშე ყოლა გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. 

"გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაემორჩილოთ აღნიშნულ რეგულაციებს" - წერს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია.