მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის გეზში 5,930 კგ არადეკლარირებული საკონდიტრო ნაწარმი გამოავლინეს

60c8a59a96211
თელარა გელანტია
15.06.21 17:26
523
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში - ,,ბათუმი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის კუთვნილ ავტომობილში განთავსებული ტრანზიტული ტვირთის, რისკის პროფილის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული 5 930 კილოგრამი საკონდიტრო ნაწარმი გამოავლინეს.

როგორც bm.ge-ის შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 37 660 ლარი შეადგინა.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.