მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის იუსტიციის სახლმა მუშაობა შეაჩერა

5f5770b1b054f
ვიქტორია მღებრიშვილი
08.09.20 15:50
1169
ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა, რის გამოც იუსტიციის სახლმა მუშაობა დროებით შეაჩერა - ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ის იუსტიციის სახლში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, ბათუმის იუსტიციის სახლმა შენობის სრული დეზინფექციის მიზნით დროებით ფუნქციონირებას შეწყვიტა.

„COVID-19 ბათუმის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა, რომელიც 27 აგვისტოდან სამსახურში არ დადიოდა. მიუხედავად ამისა დანარჩენ თანამშრომლებსაც ჩაუტარდათ ტესტირება. ჩვენ ვიმოქმედებთ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად.

8 სექტემბრიდან, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დაგეგმილია ბათუმის იუსტიციის სახლის შენობის სრული დეზინფექცია. მოხდება როგორც მომსახურების სივრცეების, „ჯასთ კაფესა“ და შეხვედრების ოთახების დეზინფექცია, ისე შენობის 17-ვე სართულზე განთავსებული სხვადასხვა უწყების სამუშაო ფართების დამუშავება.

შენობის სრული დეზინფექციის მიზანი COVID-19-ის გავრცელების პრევენცია და მოქალაქეებისათვის სერვისების უსაფრთხო მიწოდებაა“, - განმარტავენ იუსტიციის სახლში.