მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის, მესტიის და ამბროლაურის მიმართულებით, დამატებითი ფრენები ინიშნება

61cadd3528c87
მარიამ ვარადაშვილი
28.12.21 13:47
1191
აეროპორტების გაერთიანება 30 დეკემბერს მესტიის, ამბროლაურის და ბათუმის მიმართულებით დამატებით სიხშირეებს ნიშნავს. არსებულ რეგულარულ რეისებს 30 დეკემბერს თითოეულ მიმართულებაზე თითო რეისი დაემატება და ფრენები შემდეგი განრიგით განხორციელდება:

ნატახტარი - მესტია: 11:30
მესტია - ნატახტარი: 13:00

ნატახტარი - ამბროლაური: 09:00
ამბროლაური - ნატახტარი: 10:15

თბილისი - ბათუმი: 10:00
ბათუმი - თბილისი: 12:00

“შეგახსენებთ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით ბილეთის საფასური 125 ლარს შეადგენს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0 დან 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება”, - წერია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets