მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალს, ამერიკულ Trammo-სა და ბაქოს პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

60c4bcd80853f
BM.GE
12.06.21 17:52
1114
ბათუმის "სასუქების მულტიმოდალურ ტერმინალს“ (Wondernet Express Investment Group) ამერიკულ კომპანია Trammo-სა და ბაქოს პორტს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანია Wondernet Express Investment Group”-ს მხრიდან გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა, ამერიკული საერთაშორისო კომპანია "Trammo''- ს პრეზიდენტმა ედვარ ვაინერმა, ხოლო ბაქოს პორტის მხრიდან მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა იუჯინ შეამ მოაწერეს ხელი.

ურთიერთგაგების მემორანდუმი სს „ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტს“ (იგივე ბაქოს პორტი), კომპანია ”Wondernet Express Investment Group”-სა და ამერიკულ კომპანია Trammo-ს შორის ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოვებას სამივე ხელისმომწერ სუბიექტს შორის: ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში, რათა დააჩქაროს კარბამიდის, გოგირდის და სხვა მინერალების ექსპორტი ცენტრალური აზიიდან, ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (ე.წ. ცენტრალური დერეფანი) პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით.

აგრეთვე გადაწყდა, რომ მოხდება ციფრული კავშირის დამყარება ბაქოს პორტში მშენებარე სასუქების ტერმინალსა და ბათუმის მულტიმოდალური სასუქების ტერმინალს შორის, რომელიც ახლახანს ამოქმედდა ბათუმში, ტვირთისა და ვაგონების შესახებ მონაცემების ზუსტი გადაცემის მიზნით.

კომპანიებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი სრულად პასუხობს სავაჭრო და ლოგისტიკური ტენდენციების ცვალებადობას რეგიონში.
ხელმოწერა, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის დღეს შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ბაქოს პორტის გენერალური დირექტორი ტალეჰ ზიადოვი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კომპანია Wondernet Express Investment Group-ის დამფუძნებელი დიმიტრი აბდუშელიშვილი, ალიშერ იკრამოვი და სპეციალურად ამ დღისთვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული დელეგაცია.

ცნობისთვის, 11 ივნისს ბათუმის ფორტში მინერალური სასუქების ახალი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც წელიწადში 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს გადაამუშავებს. ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები არიან ამერიკული კორპორაცია Trammo და კომპანია Wondernet Exspress Investment Group. პროექტში 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.