მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის ნაგავსაყრელი დაიხურება, ცეცხლაურის კი – ტექნიკით აღიჭურვება: ბიუჯეტი 28 მლნ ევროა

623ad8a0b946a
BM.GE
23.03.22 12:38
1463
აჭარის მთავრობის თავმჯდოამრე თორნიკე რიჟვაძე EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.

EBRD-თან შეთანმხების ფარგლებში, ცეცხლაურის ნაგავსაყრელის ტექნიკით აღჭურვა 28 მილიონი ევროთი დაფინანსდება. ამასთან, ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელი დაიხურება და შუალედური გადამცლელი სადგურის მშენებლობაც დაიწყება.

შეხვედრის შემდეგ KFW-ს და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებმა ქობულეთში, ცეცხლაურის ნაგავსაყრელი დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მშენებლობის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და მისი ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობს. პარალელურად კი ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის კონსერვაცია ხორციელდება.

ინფორმაციისთვის, მყარი ნარჩენების მართვის პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მიერ გამოიყოფა, 4 მილიონი ევრო კი გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ ფინანსდება.