29.სექტემბერი .2022 12:06

ბათუმის ნავთობტერმინალის შემოსავალი $28 მილიონამდე გაიზარდა

ბათუმის ნავთობტერმინალის შემოსავალი $28 მილიონამდე გაიზარდა
views 593
უკან

ბათუმის ნავთობტერმინალმა, რომელიც ამასთანავე ბათუმის პორტის მფლობელია, 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 2 მილიონი დოლარით გაიზარდა და 27.7 მილიონს მიაღწია.

“ბათუმის ნავთობტერმინალის” აქტივების 100%-იანი წილის მფლობელია ყაზახეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის საკუთრებაში არსებული “ყაზტრანსოილი”. კომპანიამ პორტის მართვის ექსკლუზიური უფლება 2006 წელს, 49 წლის ვადით მოიპოვა.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის აქტივები 108 მილიონ დოლარს შეადგენს.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის ნავთობტერმინალის შემოსავლები ასე ნაწილდება:

• სანავსადგურო მოსაკრებელი - 9.7 მილიონი დოლარი;
• შემოსავალი ნავთობპროდუქტების გადატვირთვიდან - 9.4 მილიონი დოლარი;
• მშრალი ტვირთების ტერმინალი - 5.8 მილიონი დოლარი;
• სასაწყობე ტერმინალი - 1.4 მილიონი დოლარი.

“ბათუმის ნავთობტერმინალის” უმსხვილესი ხარჯი თანამშრომელთა ხელფასები იყო, რაზეც 8.9 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ხოლო ადმინისტრაციის ანაზღაურებებმა 3.4 მილიონი დოლარი შეადგინა.

მთლიანობაში 2021 წელს ბათუმის ნავთობტერმინალის წმინდა მოგებამ 8.3 მილიონი დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2020 წელს კომპანია მოგების ნაცვლად 6 მილიონის ზარალზე იყო.