მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის პორტის ტერმინალი "ფოქს ბიზნესზე"

5e7395b14b962
BM.GE
19.03.20 20:30
1745
პოპულარულ ამერიკულ არხ "ფოქს ბიზნესზე" ბათუმის პორტის ტერმინალის მშენებლობის შესახებ დევიდ დრეიკის საავტორო სიუჟეტი გავიდა, როგორც ცნობილია, მშენებლობა უმსხვილესი ამერიკული კომპანია "ტრამოს" პირდაპირი ინვესტიციით ხორციელდება.

სიუჟეტში მიმოხილულია ზოგადად შავი ზღვის პოტენციალი და საქართველო ამ კონტექსტში აზია-ევროპის დამაკავშირებელ კარიბჭედ არის მოხსენიებული.

ამასთან, ხაზგასმულია ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობაც, მისი როლი ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით.

ავტორი ვრცლად მიმოიხილავს ბათუმის პორტის ტერმინალის მშენებლობას, მის პოტენციალს.

აღნიშნავს, რომ ესაა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა, ტვირთების ცენტრალური აზიიდან კასპიის ზღვის გავლით ევროპაში მოსახვედრად.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის პორტში „კარბამიდის ტერმინალის" მშენებლობას კომპანია “Wondernet Exspress Investment Group” და ამერიკული კორპორაცია “Trammo” ახორციელებენ. ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით და წლის განმავლობაში 1 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმის ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და წლის ბოლოსთვის იგი უკვე სრულ მზადყოფნაში იქნება.