აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
"პანდემია განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს როგორც ქვეყანაში, ისე აჭარის რეგიონში. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორის კიდევ უფრო მეტი გაძლიერება როგორც მედპერსონალის, ასევე ყველა იმ პირის, რომელიც სამედიცინო სერვისების მიწოდებაშია. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გაძლიერება და მისი აღჭურვა გრძელდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შევიძინეთ დამატებით დიალიზის აპარატები, ასევე შესაბამისი ჟანგბადის დანადგარები, რომლებიც დეკემბრის თვეში დამონტაჟდება და სრულად გაიმართება.
იმ ოპონენტებს, სკეპტიკოსებს, რომლებიც თვეების განმავლობაში მხოლოდ კრიტიკით არიან დაკავებული, არაფრად აგდებენ ყველა იმ ადამიანების შრომას, რომლებიც ყოველდღიურად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან, და ძალიან ბანალურად კითხულობენ, თუ რისი გაკეთება შევძელით - ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეწვიონ და ძალიან კარგად ნახავენ თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი, როცა არსებობს სრული მობილიზაცია, როცა არსებობს ბიზნესის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას.
ამიტომ ჯანდაცვის და შესაბამის ფინანსთა სამინისტროს მინდა ვთხოვო და დავავალო, რომ წლის ბოლოსთვის უზრუნველყონ ყველა იმ დამსახურებული, მათ შორის რიგითი სანიტრების, მედპერსონალის, ექთნების წახალისება და მათი მატერიალური უზრუნველყოფა, რომლებმაც განსაკუთრებული შრომა გასწიეს და ეწევიან. დარწმუნებული ვარ ერთობლივი შრომით შევძლებთ მინიმალური დანაკარგებით და ეფექტური მართვით გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძე.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის