მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 14%-ით გაიზარდა - Colliers International

60d1f42c4a266
ვიქტორია მღებრიშვილი
23.06.21 16:05
815
Colliers International-ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის სპეციალურ ვებგვერდ Recov.ge-ზე საცხოვრებელი ბინების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ბათუმში 2021 წლის მაისში 788 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 3%-ით მეტია.

აღნიშნულ პერიოდში ბაზრის ზომა 14%-ით გაიზარდა და მოცულობამ 34 მლნ დოლარი შეადგინა.

2021 წლის მაისში, ბათუმში ახალაშენებულ პროექტებში 683 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 3%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 4%-ითაა გაზრდილი.

2021 წლის მაისში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ღირებულებას, მაჩვენებელი 6%-ით, 5 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

მიმოხილვის მიხედვით, ახალაშენებული ბინების ეკონომსეგმენტი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით შემცირდა. რაც შეეხება მედიუმსეგმენტის ტრანზაქციებს, მათი რიცხვი 21%-ით გაიზარდა. "Orbi City-ს პროექტში დარეგისტრირებული ტრანზაქციების შედეგად პრემიუმსეგმენტი, დაახლოებით, 2.5-ჯერ გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ პრემიუმ ტრანზაქციების, დაახლოებით, 40% Orbi City-ს პროექტში დაფიქსირდა", - ნათქვამია ბათუმის საცხოვრებელი ბინების ბაზრის მიმოხილვაში.