მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ბიუროკრატიული ელემენტების გამო ვერ ფართოვდება"

5dd3fd524fa53
მარიამ ადამია
19.11.19 17:22
1345
„ჩვენ უკვე დიდი ხანია ვაანონსებთ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი საჭიროებს გაფართოებას, ჩვენ ფინანსური მობილიზაცია აბსოლუტურად მზად გვაქვს და გაკეთებულია პროექტი, თუმცა ველოდებით, სახელმწიფოს მხრიდან დასტურს და იმედი გვაქვს, რომ პროცესი მომავალ ერთ-ორ კვირაში დასრულდება“, - ამის შესახებ Tav Georgia-ის გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს არის ბიუროკრატიული დეტალები, რადგან საქმე, რომელიც წინა წელს უნდა დაწყებულიყო, დღემდე არ დაწყებულა“.

„ამას შეიძლება დავარქვათ ბიუროკრატიული დეტალები, რადგან რეალობა ასეთია - 2018 წლის აპრილის შემდეგ ჩვენ ვგეგმავთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას, პროექტი წარვადგინეთ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2018 წელს, დღეს კი, 2019 წლის ნოემბერია და პროექტზე ჯერ დასტური არ გვაქვს სამინისტროსგან“, - აღნიშნა Tav Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ.

თეა ზაქარაძის თქმით, ეს ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც გულისხმობს არსებული ტერმინალის გაფართოებას, როგორც მოფრენის ასევე გაფრენის სივრცეში და არსებულ ტერმინალს ემატება 3 300 კვადრატული მეტრი, რაც მგზავრებისთვის ბევრად უფრო კომფორტული იქნება.

ცნობისთვის: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების შესახებ საუბარი 2018 წლის აპრილში დაიწყო. პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა არსებული ინფორმაციით, პროექტის დეტალები შეიცვალა და ახლა ინვესტორი კომპანია ისევ სამინისტროს დასტურის მოლოდინშია. სამშენებლო სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღი 2020 წლის მარტია.