მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება დაიწყო

5efa3a6829fed
თამთა ჯიჯავაძე
29.06.20 22:59
1160
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება დაიწყო, – ამის შესახებ „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ინვესტიციის მოცულობა $14 მლნ დოლარია.

„არსებულ ტერმინალს ემატება 4000 კვ.მ ფართობის ნაგებობა, როგორც გაფრენის, ასევე მოფრენის მხარეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მოცულობა იზრდება და მას შეუძლია 600 000 მგზავრის ნაცვლად მოემსახუროს 1 200 000 მგზავრს“, – აღნიშნა ზაქარაძემ.

როგორც ცნობილია, სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დასრულდება.

როგორც დღეს პრემიერმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში კიდევ ერთი საერთაშორისო აეროპორტის გაძლიერება მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკისთვის და პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის მოზიდვის თვალსაზრისით, ქვეყნის მაღალი კონკურენტუნარიანობისთვის.