07.სექტემბერი .2020 19:14

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ზონაში კარკასული სამუშაოები დასრულდა

views 238
უკან

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ზონაში კარკასული სამუშაოები დასრულდა.

როგორც Tav Georgia სოციალურ ქსელში წერს, ამ ეტაპზე შიდა ტიხრებისა და ფასადის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

„დასრულებულია საბარგო ზონის გაფართოების სამუშაოები და დაიწყებულია ავტომატური კონვეერული სისტემის მონტაჟის პროცესი;

გაფრენის ზონაში დასრულდა საძირკვლის და კოლონების მოწყობის სამუშაოები, მიმდინარეობს გადახურვის მოწყობის სამუშაოები.

მიმდინარეობს სახანძრო უსაფრთხოების ახალი სისტემების მოსაწყობად საკომუნიკაციო ქსელების განახლება“, - ნათქვამია გავრცელებულ პოსტში.

ცნობისთვის: TAV Georgia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფაერთოებაში 17 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას დებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა