მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე კომერციული ფართების იჯარით გაცემა მიმდინარეობს

60dc0bc97e388
BM.GE
30.06.21 10:19
1008
ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე მდებარე კომერციული ფართების, მათ შორის, პანორამული რესტორნის იჯარით გაცემა მიმდინარეობს. ინფორმაციას შპს "აჭარის პროექტების მართვის კომპანია ავრცელებს".

კერძოდ, ვებგვერდ Eauction.ge -ზე 455.4 კვ. მ., 776.24 კვ. მ. და 691.28 კვ. მ. კომერციულ ფართებზე (ლინკები იხ. ქვემოთ) ელექტრონული აუქციონები გამოცხადდა. ასევე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს სტადიონის შიდა პერიმეტრზე მდებარე რესტორნის (221.19 კვ. მ.) იჯარით გაცემაზე, რომელსაც პანორამული ხედი აქვს უშუალოდ სათამაშო მოედანზე და რესტორნის ვიზიტორებს უნიკალურ სანახაობას სთავაზობს.

ბათუმის ახალი არენა მასშტაბურ სპორტულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს და UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებს სრულად შეესაბამება. აქ, უკვე აქტიურად იმართება საფეხბურთო მატჩები. 2023 წელს, სტადიონი უეფას 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს. ასევე, აქ გამართავს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას.

იხილეთ ელექტრონული აუქციონების ლინკები:

https://eauction.ge/Home/EntityView/720414 
https://eauction.ge/Home/EntityView/720403
https://eauction.ge/Home/EntityView/720412
https://eauction.ge/Home/EntityView/720421
(
R)