მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის საკრებულომ ახალი ცათამბჯენების კონცენფცია დაამტკიცა

6336fae62b3a6
BM.GE
30.09.22 18:30
1853
ბათუმის საკრებულომ სანაპიროს პირველ ზოლში, რუსთაველის ქუჩის გასწვრივ ორი ახალი ცათამბჯენის მშენებლობის კონცეფცია დაამტკიცა. ახალი ნაგებობები რუსთაველის 44 და 40 ნომერში, “ალიანს ფრივილიჯის” ცათამბჯენის გარშემო აშენდება.

პროექტზე პასუხისმგებელი კომპანიები შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ არიან, რომლებიც ორბი ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიებია. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] მერიას 2021 წელს წარუდგინეს.

“პროექტის მიხედვით გეგმარებით ერთეულზე დაგეგმილია სასტუმროს დანიშნულების მრავალსართულიანი შენობების განთავსება. აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს განაშენიანების გამჭიდროებას - განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას კ2=16,0-მდე, რაც „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად საჭიროებს განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებას. საპროექტო ნაკვეთები ქალაქ ბათუმის გენერალური გეგმის მიხედვით მდებარეობს შერეული ზონაში (შზ), ხოლო განაშენიანების გეგმის მიხედვით კი საქმიან ზონაში (შზ-3), სადაც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2=4,6-მდე,”- ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

ახალი ცათამბჯენების სიმაღლე დაახლოებით 180 მეტრი იქნება, ნაგებობებს 50-ზე მეტი სართული ექნებათ.