მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი გილაური Georgia Global Utilities-ის მიერ $250 მლნ "მწვანე ობლიგაციების" გამოშვებას აფასებს

5f1ee5f114eea
თელარა გელანტია
27.07.20 18:33
2470
„ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს GGU-ს ფინანსურ პროფილს და ლიკვიდობას, ამასთანავე, ხელს უწყობს ბიზნესის ჯანსაღ განვითარებას“, - ასე ეხმაურება "საქართველოს კაპიტალის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური საინვესტიციო ჰოლდინგ "საქართველოს კაპიტალის" შემადგენლობაში არსებული კომპანიამ Georgia Global Utilities-ის მიერ 250 მლნ "მწვანე ობლიგაციების" გამოშვებას.

ცნობისთვის: Georgia Global Utilities-ი თბილისის წყალმომარაგების სისტემას (GWP) და ენერგოპროექტებს მართავს.

„მოხარული ვარ, განვაცხადო, GGU-ს წარმატების შესახებ. ეს არის პირველი მწვანე ობლიგაციები საქართველოდან. გარიგებამ ინვესტორების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს GGU-ს ფინანსურ პროფილს და ლიკვიდობას, ამასთანავე, ხელს უწყობს ბიზნესის ჯანსაღ განვითარებას. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდი ხნის საერთაშორისო პარტნიორებს - გერმანიის განვითარების ბანკს (DEG) და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას (FMO), ისინი აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად ჩვენი წამყვანი ინვესტორები გახდნენ, ასევე ვულოცავ GGU-ს მთელ გუნდს ამ წარმატებას“,- განაცხადა "საქართველოს კაპიტალის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

კომპანიის ინფორმაციით, ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება. მწვანე ობლიგაციების სარგებელი 7.75%-ს შეადგენს, ხოლო ვადა 5 წელია.