მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის სტადიონის ოფიციალური სახელწოდება “აჭარაბეთ არენა” გახდა

610bcb9367f95
ნინი ლონგურაშვილი
05.08.21 15:25
2659
დღეიდან, ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის ოფიციალური სახელწოდება "აჭარაბეთ არენა" იქნება. ბათუმის სტადიონზე “აჭარაბეთსა“ და აჭარის პროექტების მართვის კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ბათუმის ახალ სტადიონს მომდევნო 5 წლის განმავლობაში “აჭარაბეთ არენა“ ერქმევა.

bm.ge-ს აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს, რომ ბათუმის ახალი სტადიონის სახელის უფლებაზე გამოცხადებული აუქციონი კომპანია „აჭარაბეთის” გამარჯვებით დასრულდა და სახელწოდების უფლება „აჭარაბეთმა“, 8 მილიონ 750 000 ლარად შეიძინა.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, „აჭარაბეთი” აჭარის პროექტების მართვის კომპანიას ყოველწლიურად, 1 750 000 ლარს გადაუხდის, 5 წლის განმავლობაში ჯამური თანხის ოდენობა კი 8 მილიონ 750 000 ლარი იქნება.

„აჭარაბეთი მუდმივად გამოირჩევა სიახლეებით და ამჯერადაც ქართულ საფეხბურთო სივრცეში უპრეცედენტო სასპონსორო შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომლის მიხედვითაც ბათუმის ახალ თანამედროვე სტადიონს, ახალი სახელწოდება მიენიჭა - “აჭარაბეთ არენა”. დღეს კი ბათუმის დინამო პირველად ითამაშებს "აჭარაბეთ არენაზე" და იმედი გვაქვს ახალი სახელი იღბალის და ბევრი წარმატებების მომტანი იქნება", - განაცხადა bm.ge-სთან აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

ახალ სტადიონზე საშინაო მატჩებს ახლა ბათუმის „დინამო” მართავს. ეროვნული ლიგის პარალელურად, სტადიონი „უეფას კონფერენს ლიგის” მატჩებსაც უმასპინძლებს. შემოდგომაზე კი საშინაო შეხვედრებს “აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაატარებს.

დღეს, უეფას კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება. „დინამო ბათუმი“ „სივასპორს“ შეხვდება.