მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის სტადიონზე ხელოვნური მზე დამონტაჟდება – ტენდერი გამოცხადებულია

5ff8779b53b05
სალომე მეცხვარიშვილი
08.01.21 19:16
5289
აჭარის პროექტების მართვის კომპანია 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონისთვის ე.წ. ხელოვნურ მზეს ყიდულობს. სპეციალური განათება ბუნებრივი ბალახის ზრდისთვის არის საჭირო, რომლისთვისაც ხელოვნური სანათს გამოიყენებენ. შესყიდვის ღირებულება მილიონ 640 ათასი ლარია. სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მიღება 3 თებერვლიდან დაიწყება და 8 თებერვლამდე გაგრძელდება.

დოკუმენტაციის მიხედვით, საქონლის მიწოდება-მონტაჟი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის ვადაში. პრეტენდენტს 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს დღგ-ს ჩათვლით არანაკლებ 1 500 000 ლარის ელექტრო სანათების მიწოდების გამოცდილება.

შეგახსენებთ, რომ UEFA-ს სტანდარტებით აშენებული ბათუმის სტადიონი გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა. ბათუმის სტადიონის მშენებლობას 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა საფუძველი. სამშენებლო სამუშაოები შპს „ანაგმა“ შეასრულა. სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან, დაახლოებით 141 მლნ ლარით დაფინანსდა.