უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Colliers-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბათუმში იანვარ-სექტემბერში სულ 5966 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 30%-იან შემცირებას ნიშნავს. ბინების საერთო ღირებულებამ კი $240 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 35%-ით არის შემცირებული.
მათ შორის, ახალაშენებული ბინების გაყიდვების ღირებულება 36%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 206 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ძველი ბინების შემთხვევაში გაყიდვები $34 მილიონის ტოლი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 23%-ით ნაკლებია.
2020 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 774 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 673 აშშ დოლარი შეადგინა.
ბათუმში, 2020 წლის სექტემბერში 710 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 39%-ით ჩამორჩება. ბაზრის ზომა 37%-ითაა შემცირებული და მისი მოცულობა, შესაბამისად, 32 მილიონი აშშ დოლარია.
რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე?
ანგარიშის თანახმად, სექტემბერში თბილისში 3,121 საცხოვრებელი ბინის ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. გაყიდვების ჯამური ღირებულება კი $134 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ითაა გაზრდილი.
Colliers-ის თანახმად, თბილისში სექტემბერში რეალიზებულ ბინებში 2,159 ბინა ახალაშენებული იყო, რაც 2019 წლის სექტემბერთან შედარებით 18%-ით მეტია, ძველ ბინებზე რეგისტრირებული გარიგებები კი 2%-ით 962 ერთეულამდე შემცირდა. ამავე ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტად, 32%-ით ეკონომ კლასის ბინებზე არის მოთხოვნა გაზრდილი, საშუალო და პრემიუმ სეგმენტის ბინების გაყიდვები კი, სექტემბერში 23 და 29%-ით იყო შემცირებული. ამ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნის მატებას, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ წარდგენილი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა განაპირობებს.
სექტემბერში ბინების გაყიდვების მატების მიუხედავად, 2020 წლის 3 კვარტალში დედაქალაქში, ჯამურად, 18,537 ბინა გაიყიდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით ნაკლებია.
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ