მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის უნივერსიტეტში სივრცე გაიხსნა, სადაც აცრა რეგისტრაციის გარეშე შეიძლება

6119059b5f464
ვიქტორია მღებრიშვილი
15.08.21 16:22
1008
ბათუმის უნივერსიტეტში ვაქცინაციის ახალი სივრცე გაიხსნა, სადაც მოქალაქეები აცრას რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაქცინაციის მსურველებს 10 ამცრელი ჯგუფი მოემსახურება.

როგორც აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ახალი პუნქტის მონახულებისას განაცხადა, ვაქცინაცია ყველა ტიპის ვაქცინით იქნება შესაძლებელი.

„როგორც იცით, მუნუციპალური ტრანსპორტი მოემსახურება ბათუმის უნივერსიტეტის სივრცეს და ყველა მუნიციპალური სივრციდან ყოველ საათში ერთხელ მოხდება ასაცრელი კონტიგენტის მობილიზება და გადმოყვანა. მოქალაქეებს ვთხოვ უფრო მეტი აქტიურობისაკენ.

დღეს დილიდან საკმაოდ მაღალია აქტივობა. დასაწყიში 10 ბრიგადით დაიწყებს უნივერსიტეტი ფუნქციონირებას, ხოლო მომდევნო პერიოდში გაიზრდება ბრიგადების რაოდენობა 15-მდე. მთლიანად ამ სივრიცის ვაქცინაციის ადმინისტრირების პროცესზე პასუხისმგებელი ბათუმის რესპუბლიკური საავდამყოფო გახლავთ“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. მისი ინფორმაციით, არასამედიცინო სივრცე სავაჭრო ცენტრებში, ორ მოლში მოქმედებს, იმუნიზაციის პროცესში კი ჯამში 30 დაწესებულებაა ჩართული, მათ შორის ყველა სტაციონარი, პოლიკლინიკა და დამატებით ამბულატორიები.

„92 000 -მდე დოზა უკვე ადმინისტრირებულია და ყოველდღიურად 3 000-მდე დოზის ადმინისტრირება ხდება. მოქალაქეების პროცენტულ მაჩვენებელს თუ გადავხედავთ ერთი დოზით აცრილი გახლავთ უკვე 17%-ზე მეტია და ორი დოზით 7%-ზე მეტი, რაც მზარდი ინტენსივობის გათვალისწინებით ნამდვილად არ არის ცუდი მაჩვენებელი და ჩვენ კიდევ უფრო მეტი ინტენსივობისკენ მოვუწოდებთ მოქალაქეეებს“, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

ცნობისთვის: გასული დღეღამის განმავლობაში აჭარაში 2 636 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული, სულ 91 954 დოზა.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დიდ უნივერსიტეტებში ვაქცინაციის სივრცეების გახსნის შესახებ 12 აგვისტოს გამართული საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ დაანონსა. მსგავსი სივრცე უკვე მოქმედებს ტექნიკურ უნივერსიტეტში.