მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმს განვითარების გენგეგმა ამ დრომდე არ აქვს - რა გეგმები აქვს აჭარის მთავრობას

5d7e02b32f09b
ანუკა ჯოხაძე
15.09.19 13:40
1344
ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის მომზადება ყველა მერის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი იყო, თუმცა ბათუმს განვითარების გენერალური გეგმა ამ დრომდე არ აქვს.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, ბათუმის მერია შესაბამის დოკუმენტაციაზე ჯერ კიდევ მუშაობს.

"აუცილებლად უნდა შევძლოთ ძალიან მალე დაჩქარებულად ბათუმისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა, რომელიც ერთიან კონტექსტს შემოიღებს განვითარების თვალსაზრისით. ხდება ადაპტირება როგორც საკონონმდებლო ასევე საერთაშორისო მოთხოვნებთან და ამის შემდგომ უკვე გამოვლინდება შესაბამისი გამარჯვებული, რომელიც შეძლებს შექმნას ბათუმის გენგეგმა", - აცხადებს აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.