10.მარტი .2020 12:29

ბათუმსა და ქუთაისში კორონავირუსზე ტესტირებები ჩატარდება

views 266
უკან

უახლოეს მომავალში ბათუმსა და ქუთაისში მდებარე ლაბორატორიებში კორინავირუსზე ტესტირებები ჩატარდება, - ინფორმაცია ამის შესახებ bm.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ზურტი თარიღი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს აქვს ლაბორატორიების ქსელი და მათგან ორში ტესტების ჩატარება გახდება შესაძლებელი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის კორონავირუსის ინფექციაზე ტესტირება მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაში ხორციელდება.

შეგახსენებთ: ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა