11.სექტემბერი .2020 13:53

ბათუმში 17 სარიტუალო დარბაზს საქმიანობა აეკრძალა

views 294
უკან

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არსებული რეგულაციების გაუთვალისწინებლობის გამო, ბათუმში 3 სარიტუალო დარბაზის მფლობელი დაჯარიმდა.

მისივე ცნობით, ამავე მიზეზით საქმიანობის უფლება 17 სარიტუალო დარბაზს შეუჩერეს, თუმცა დარბაზების ჩამონათვალი სამინისტროს არ გაუვრცელებია.

ცნობისთვის: 2020 წლის 10 სექტემბერს შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებმა ბათუმში კვების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, სუპერმარკეტების ობიექტები და სასტუმროები შეამოწმეს.

სასტუმროები, რესტორნები და სუპერმარკეტები, რომლებიც ბათუმში დააჯარიმეს - სია

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა