მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში არც ერთი საინვესტიციო პროექტი არ გაჩერებულა - რიჟვაძე

60b8d4fd33cee
ინგა მურუსიძე
03.06.21 17:28
683
მიუხედავად პანდემიისა, ბათუმში არც ერთი საინვესტიციო პროექტი არ გაჩერებულა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.  მისივე თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ასევე ეკონომიკის გასაძლიერებლად.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მთავრობის პრიორიტეტს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენს.

"პანდემიის მიუხედავად, მსხვილი კერძო ინვესტიცია არ გაჩერებულა რეგიონში. დარწმუნებული ვარ, პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის მიმდინარეობისას, ამ პროექტების განხორციელება კიდევ უფრო მეტ დინამიკას შეიძენს.  ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ინფორმაციისთვის, ბათუმს მალე შეემატება ახალი განთავსების ობიექტები და ისეთი მნიშვნელოვანი გლობალური ბრენდები როგორიცაა Marriot, Holiday Inn, Hilton.

აქვე აღსანიშნავია, რომ მოახლოებულ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მიმდინარეობს მზადება სერვისების, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით.

1 ივნისიდან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გაიხსნა სახმელეთო საზღვრები. შეინიშნება პოზიტიური დინამიკა ტურისტული ნაკადების ზრდასთან დაკავშირებით.