მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით, მთავრობამ კანონპროექტი მოამზადა

62b1a2362b1c7
მარიამ ვარადაშვილი
21.06.22 18:53
607

ბათუმის მდებარე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საკითხზე მთავრობამ საკანონმდებლო წინადადება მოამზადა. კანონპროექტი ბათუმის მერს უფლებას აძლევს, ქალაქის გენგეგმის დამტკიცებამდე ობიექტის კოეფიციენტი გაზარდოს. 

კერძოდ, კანონპროექტში წერია, რომ ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეჩერდება კოდექსის 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტების ნაწილში. 

ამასთან, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძირითადი დებულებებით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტება შესაძლებელი გახდება ბათუმის მერის გადაწყვეტილებით, ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დღეის მდგომარეობით, მომზადებულია 118 ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საესპერტო დასკვნა, რომლებიც წარმოდგენს საფრთხის შემცველ საცხოვრისს, რომლებშიც ცხოვრობს, დაახლოებით, 3000 ოჯახი. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები არ არის საბოლოო და შესაძლებელია გაიზარდოს ახალ მისამართებზე მომავალში ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნების შესაბამისად. 

ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული იქნა ავარიული სახლების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის 4-წლიანი პროგრამა (ბიუჯეტი 80 000 000 ლარი):

პროგრამის ბიუჯეტი წლების მიხედვით:

● 2022 წელს 20 000 000 ლარი;

● 2023 წელს 20 000 000 ლარი;

● 2024 წელს 20 000 000 ლარი;

● 2025 წელს 20 000 000 ლარი.

კანონპროქტს პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს.