მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ავტობუსების პარკის განახლება დაიწყო - ბიუჯეტიდან ₾32 მლნ დაიხარჯება

63fcc03b53cda
ვიქტორია მღებრიშვილი
27.02.23 18:41
994
ბათუმში საზოგადოებრივი ავტობუსების პარკის განახლება დაიწყო, რისთვისაც აჭარის ავტონომიური მთავრობის ბიუჯეტიდან 32 მლნ ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ BM.GE-ს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, დღეისთვის ბათუმში ახალი მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი უკვე შემოსულია. ავტობისების შემოყვანა სამ ეტაპად მოხდება და ავტობუსების პარკის სრულად განახლების პროექტი აპრილისთვის დასრულდება.

„დღეისთვის 10 ავტობუსი უკვე შემოყვანილია და აპრილამდე ჯამში 65-მდე ავტობუსი უნდა შემოვიდეს. შედეგად ძველი ავტობუსების პარკი სრულად ჩანაცვლდება.

10 მ. სიგრძის ახალი ავტობუსები 70-მდე მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა და ისინი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ავტობუსებში დამონტაჟებულია ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის, საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემები“, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.