მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა გაიზარდა - Colliers International-ი

60ef2190da28d
თამთა ჯიჯავაძე
14.07.21 23:30
761
ბათუმში, 2021 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 7%-ით, 5.8 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ Colliers International-ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, ბათუმში, 2021 წლის ივნისში 1,209 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47%-ით მეტია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 2019 წელთან შედარებით 47%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 53 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„2021 წლის ივნისში, ბათუმში ახალაშენებულ პროექტებში 1,079 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 54%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს ორბის პროექტებში განხორციელებული დიდი რაოდენობის ტრანზაქციებით (დაახლოებით 180 ტრანზაქცია). ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მედიუმ სეგმენტს ტრანზაქციების რიცხვი 72%-ით გაიზარდა. პრემიუმ სეგმენტში კი სამჯერ მეტი ტრანზაქცია დარეგისტრირდა ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.