მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა შემცირდა, ძველის - გაიზარდა - recov.ge

61c08d5e01e72
ვიქტორია მღებრიშვილი
21.12.21 09:00
653
Colliers Georgia-ს ბათუმის საცხოვრებელი ბინების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ბათუმში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა შემცირდა, ხოლო ძველის - გაიზარდა.

განახლებული მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში ბინების 906 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით მეტია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, ის 4%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 37 მილიონი დოლარი შეადგინა.

2021 წლის ნოემბერში, ბათუმში ახალაშენებულ პროექტებში 776 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით მეტია. ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა კი 11%-ით გაიზარდა.

ამავე პერიოდში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უმნიშვნელოდ 1%-ით შემცირდა, ძველი ბინების კი 36%-ით, 7.1 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

აღსანიშნია, რომ ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. მედიუმ სეგმენტში ტრანზაქციების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რიცხვი 41%-ით შემცირდა.