მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ბინების ტრანზაქციებისა და ბაზრის ღირებულება თბილისთან შედარებით ნაკლებად შემცირდა

5f25121349916
ელენე გოგბერაშვილი
01.08.20 21:00
1256

ქალაქ ბათუმში ბინების ტრანზაქციებისა და ბაზრის ღირებულება თბილისთან შედარებით ნაკლებად შემცირდა- ამის შესახებ Colliers International Georgia-ს ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია საუბარი. ანგარიშის მიხედვით,  2020 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით ტრანზაქციები 29%-ით, ხოლო ბაზრის ღირებულება 32%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ თბილისთან შედარებით ნაკლები შემცირება გამოწვეულია ბათუმში 2020 წლის პირველ სამ თვეში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდით. ივნისის თვეში, 2020 წელს ბაზრის ღირებულება წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 51%-ითაა შემცირებული.



თბილისისგან განსხვავებით, ბათუმში ყველაზე მეტად პრემიუმ კლასის ბინების ბაზრის ღირებულება შემცირდა, წინა წლის ივნისის თვესთან შედარებით ეს 74%-იანი შემცირებაა. მედიუმ კლასის ბინების ღირებულება 66%-ით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი კლების მაჩვენებელია. 2019 წელს პრემიუმ კლასის ბინები ბაზრის 20%-ს წარმოადგენდა, ახლა კი 11%-მდეა შემცირებული.

 




საბაზისო სცენარის მიხედვით, ზომიერი იზოლაციის პირობებში 2020 წლის ბოლომდე ნეგატიურია მოლოდინები მედიუმ სეგმენტის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე როგორ ტრანზაქციების ისე ფასის კუთხით. Colliers აღნიშნავს, რომ ამ სეგმენტში უფრო გააქტიურდება სპეკულატიური ტრანზაქციები, შემცირებული უძრავი ქონების ფასის ხარჯზე.

"ეკონომ კლასის შემთხვევაში ფასი უმნიშვნელოდ შეიცვლება, თუმცა ტრანზაქციების რაოდენობა ამ სეგმენტშიც მოიკლებს. აღსანიშნავია, რომ იზოლაციის ფონზე მოთხოვნა იზრდება კერძო და ხელმისაწვდომ სახლებზე მათ შორის ქალაქგარეთ.

პრემიუმ კლასის შემთხვევაში წლის ბოლომდე მოსალოდნელი ტრანზაქციების შემცირება თუმცა ვფიქრობთ, რომ ფასი უმნიშვნელოდ შეიცვლება. ეს განსაკუთრებით მწვავედ აისახება გასაქირავებელი უძრავი ქონებაზე, სადაც მოსალოდნელია როგორც ტრანზაქციების ისე მათ შორის ფასის შემცირებაც"-ნათქვამია Colliers-ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში.