მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ბინებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა - Colliers-ი

635a658cc7165
თამთა ჯიჯავაძე
27.10.22 16:15
538
2022 წლის იანვარი-სექტემბრის მდგომარეობით, ბათუმში საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია Colliers-ის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში, რომელიც 2022 წლის 9 თვის მონაცემებს აჯამებს.

„ბათუმში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 50%-ით გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვანი, 37%-იანი ზრდა დაფიქსირდა ეკონომ სეგმენტის ბინებზე. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, 2021 წლის პირველი 9 თვის მონაცემებთან შედარებით მოთხოვნა მხოლოდ 15%-ით გაიზარდა. 2022 წლის სექტემბერში ბათუმში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა და რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობამ 311 ერთეული შეადგინა. მნიშვნელოვანი, 55%-იანი ზრდა დაფიქსირდა მედიუმ სეგმენტშიც. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, მაჩვენებელი 36%-ით 775 ერთეულამდე გაიზარდა“, - აღნიშნულია Colliers-ის მიმოხილვაში.

გარდა ამისა, მიმოხილვის მიხედვით, ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომამ 500 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 34%-იანი ზრდაა.

„გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. ახალ პროექტებში 1%-იანი კლება დაფიქსირდა, ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა“, - წერია მიმოხილვაში.