მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში, ჭავჭავაძის გამზირის #103-ში "ბაზისბანკის" ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

5df75b9ac4180
BM.GE
16.12.19 14:23
4201
ბათუმში, ჭავჭავაძის გამზირის #103-ში "ბაზისბანკის" ახალი სერვისცენტრი გაიხსნა.

როგორც bm.ge-ის ბანკიდან აცნობეს, გახსნის საზეიმო ცერემონიალს ბანკის მენეჯმენტსა და თანამშრომლებთან ერთად, ბანკის მომხმარებლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახლადგახსნილი სერვისცენტრი მომხმარებელს "ბაზისბანკში" არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. იგი შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან და გათვლილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული კლიენტებისათვის მაქსიმალურად კომფორტული სერვისის მიწოდებაზე. ასევე, შექმნილია სასიამოვნო სამუშაო გარემო თანამშრომლებისთვის. სერვისცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრებით, რომლებიც მზად არიან საბანკო მომსახურების გაწევით ხელი შეუწყონ ჩვენი ამჟამინდელი თუ პოტენციური კლიენტების ბიზნესის განვითარებას. ახალი სერვისცენტრის მდებარეობა ქალაქის აქტიურ ნაწილში, საშუალებას მოგვცემს მოვემსახუროთ კიდევ უფრო მეტ კლიენტს და შევთავაზოთ მათ ოპერატიული მომსახურება.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში "ბაზისბანკი" 3 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი.

"ბაზისბანკი" მუდმივად განახლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. იგი აქტიურად განაგრძობს რეგიონებში ქსელის გაფართოებას და ქმედით ნაბიჯებს დგამს მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით.
NS