მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ცხოველთა თავშესაფარი „კუპატას“ სახელობის იქნება - თორნიკე რიჟვაძის ინიციატივა

5f98300640af5
თელარა გელანტია
27.10.20 18:28
3267
ბათუმში მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა. როგორც bm.ge-ის აჭარის მთავრობდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში 13 ჰა ტერიტორიაზე იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობაა დაგეგმილი.

თორნიკე რიჟვაძემ პროექტის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბათუმის მერიას აქტიური მხარდაჭერა ექნება, რათა პროექტი მალე განხორციელდეს და ქალაქში მიუსაფარ ცხოველთა პრობლემა  გადაიჭრას.

"ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის განსაკუთრებული დღეა. ბათუმის თვითმმართველობამ ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში შეიმუშავა პროექტი, რომელიც იქნება ახალი სარეკრეაციო, უნიკალური დანიშნულების სივრცე ბათუმში. მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევა, რომელიც აწუხებდა ბათუმელებს, ცხოველთა დამცველებს, თითოეულ ჩვენგანს, ტურისტებს, იქნება ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილი როგორც ინფრასტრუქტურულ ჭრილში, ასევე მათი უფლებების და ზრუნვის ნაწილში. ამავე დროს, ბათუმს ექნება ახალი სივრცე იპოდრომისთვის და ეს განავითარებს როგორც სარეკრეაციო მიმართულებას ბათუმში, ასევე გახდება ახალი ატრაქცია როგორც ბათუმელებისთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის. გამოვდივარ ინიციატივით, რომ ახალი ცხოველთა თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის ,,კუპატას" სახელს. დარწმუნებული ვარ, მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება და ახალი ცხოველთა თავშესაფარიც ამ თემატიკით დაიბრენდება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტის ფარგლებში იპოდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა ღია და დახურული არენები, ტრიბუნები, ცხენების სადგომი შესაბამისი დამხმარე ნაგებობებით და სცენა სხვადასხვა ღონისძიებისთვის. ცხოველთა თავშესაფრისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია საზაფხულო და ზამთრის ვოლიერების, ძაღლების სავარჯიშო ტერიტორიის, საკარანტინე და პოსტოპერაციული ბოქსების, ვეტერინარული აფთიაქის, საოპერაციოს, კრემატორიუმის, სასტუმროს ტიპის ინდივიდუალური ჯიხურების მოწყობა. რაც შეეხება რეკრეაციულ ზონას, დაგეგმილია ინკლუზიური პარკის, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ველობილიკების მოწყობა, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი ბუნებაში დასვენებისა და განტვირთვისთვის.