მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება - ბიზნესი 1370 თანამშრომელს ეძებს

628cffaabb1c5
BM.GE
25.05.22 09:40
536
დღეს, 25 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ დასაქმების ფორუმი გაიმართება. ღონისძიების მიზანია რეგიონულ შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე ინფორმაციის თავმოყრა. ასევე - სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

დასაქმების ფორუმში, აჭარაში მოქმედი, 70-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია მონაწილეობს. ისინი სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამშენებლო, სამრეწველო, საბანკო და სხვადასხვა სფეროებიდან წარმოადგენენ 244 ვაკანსიას, 1370-ზე მეტი სამუშაო ადგილით.

ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიება, სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ აჭარის რეგიონის წამყვანი კომპანიების ვაკანსიებს და გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას.

ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათამდე გაგრძელდება. დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, შეგიძლიათ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია - https://forum.hrajara.gov.ge/reg_forum/