მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში დეკემბერში ყველაზე მეტად ახალი პრემიუმ სეგმენტის ბინების გაყიდვები გაიზარდა - Recov.ge

61fbc0e4bc7fc
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.22 09:40
690
დეკემბერში ბათუმში ყველაზე მეტად ახალი პრემიუმ სეგმენტის ბინების გაყიდვები გაიზარდა. განახლებულ ინფორმაციას Recov.ge აქვეყნებს.

მიმოხილვის მიხედვით, ბათუმში, 2021 წლის დეკემბერში საცხოვრებელი ბინების 1 180 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით მეტია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, მისი მოცულობა 17%-ით გაიზარდა და 49 მლნ დოლარი შეადგინა.

„2021 წლის დეკემბერში, ბათუმში ახალაშენებულ პროექტებში 1,027 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია. ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 1%-ით გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15%-ით არის გაზრდილი, მედიუმ სეგმენტში ტრანზაქციების რაოდენობა 10%-ით, ხოლო პრემიუმ სეგმენტში 41%-ით გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. მედიუმ სეგმენტში ტრანზაქციების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რიცხვი 41%-ით შემცირდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.