მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში დღეს დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

61617200161cf
BM.GE
09.10.21 14:40
663
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

"საკოორდინაციო საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მატჩზე მაყურებლის 33%-ის დაშვების შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადდა.

მაყურებელს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. მატჩზე დასწრებას შეძლებს მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები,"- ნათქვამია მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში.