მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის მეორე ეტაპის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

608ab45c8ca9b
BM.GE
29.04.21 17:23
488
დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში მიმდინარე მასშტაბურ სოციალურ პროექტთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ოცნების ქალაქის შემდგომი ეტაპის პროექტირებაზე კონკურსი ცხადდება და ოცნების ქალაქის მშენებლობა გაგრძელდება.

"ჩვენთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს ოცნების ქალაქის მშენებლობა, რომლის პირველი ფაზა აქტიურად ხორციელდება. დღეს უკვე მეორე ფაზის შესაბამისი პროცედურები დაიწყება. პირველ ეტაპზე 582 ოჯახს დავაკმაყოფილებთ, თუმცა პროექტი გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლო ოჯახიც არ იქნება დაკმაყოფილებული შესაბამისი ღირსეული საცხოვრისით და უზრუნველვყოფთ, რომ შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი იქნას მობილიზებული და გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში“- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

ე.წ "ოცნების ქალაქის" პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები პანდემიის დროსაც, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.

ე.წ "ოცნების ქალაქის" მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის პირველი ეტაპი 582 ბინას მოიცავს. ე. წ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ, იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო.