მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში კიდევ ერთი ცათამბჯენის აშენება იგეგმება - ინვესტიცია $150 მლნ-ია

610968f2ee183
თამთა ჯიჯავაძე
03.08.21 20:01
9065
ბათუმში კიდევ ერთი ცათამბჯენის აშენება იგეგმება. 242 მეტრის სიმაღლის „თაუერი“ ქალაქის ცენტრში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ ქართულ-ჩინური ინვესტიციით აშენდება.

პროექტს კომპანია „მეტრო ჰოლდინგი“ ახორციელებს. როგორც კომპანიის დირექტორი რაულ კახაძე Bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ბიზნესცენტრის, სავაჭრო ცენტრის, აპარტამენტების მშენებლობა. მისივე თქმით, „თაუერში“ განთავსდება სასტუმრო Ritz Carlton-იც, რომლის შემოყვანაც იგეგმება.

„საერთაშორისო ბრენდის სასტუმროსგან თანხმობა შემოსვლაზე მალე გვექნება“, - განაცხადა რაულ კახაძემ.

მისივე თქმით, „თაუერის“ მშენებლობაზე კომპანია ნებართვას ბათუმის მერიისგანაც ელოდება.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 150 მლნ აშშ დოლარია. როგორც მისი ავტორები ამბობენ, „თაუერის“ მშენებლობა სამ წელიწადში უნდა დასრულდეს.

ცნობისთვის, „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ეროვნებით თურქი, საქართველოს მოქალაქე გალიფ ოზთურქია. ოზთურქი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტორად მიიჩნევა აჭარაში. მას 2012 წლიდან საქართველოში არაერთი საინვესტიციო პროექტი აქვს განხორციელებული. მისი ძირითადი ბიზნესსაქმიანობა ტურიზმის, ტრანსპორტისა და საფინანსო სექტორებზე მოდის.