მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ადგილობრივები ერთიანდებიან

616032067e531
ვიქტორია მღებრიშვილი
08.10.21 16:05
649
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს ბათუმის მერია ალტერნატიულ ფართებს შესთავაზებს. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბათუმში მოქალაქეები დაზარალებულებს საცხოვრებელს და საჭირო ნივთებსაც სთავაზობენ, რისთვისაც ტანსაცმლისა და საკვების შეგროვებას იწყებენ. გარდა ამისა, ფონდი "იალქანი“ აცხადებს, რომ დაზარალებული მოქალაქეებისთვის საჭირო ნივთებს ჭავჭავაძის #27 ნომერში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამოშლილ 6-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს, დაახლოებით, დღის 12:00 საათზე ჩამოიშალა. კორპუსში 16-მდე ოჯახი ცხოვრობდა. ნგრევის მიზეზებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მიზეზი გამოძიებით დადგინდება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნანგრევებიდან მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვის გამოყვანა მოხერხდა, რომელიც კორპუსის გვერდით მდგარ მანქანაში იჯდა. ჩამონგრევის შედეგად ნანგრევები მანქანას დაეცა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.