მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბათუმში, კუნძული დეველოპერებისთვის და ტურისტული განვითარებისთვის ახალი იმპულსი იქნება“

6155f1d987d02
თათია ჩაფიჩაძე
01.10.21 00:50
1073
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ თანადამფუძნებელის ფრიდონ ქათამაძის შეფასებით, ბათუმში კუნძულის აშენება დეველოპერებისთვის და ტურისტული სექტორისთვის ახალი იმპულსი იქნება, რაც სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას და ბათუმის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად წაახალისებს.
როგორც ფრიდონ ქათამაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, კუნძულზე ვილები, რესტორნები, იახტ-კლუბები და გასართობი სივრცეები მოეწყობა, რაც ქვეყანაში მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.

„ამბასადორის ჯგუფს აქვს დიდი გამოცდილება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მენეჯმენტში, აქედან გამომდინარე ვფიქრობთ ძალიან საინტერესო პროექტი იქნება, სადაც განთავსებული იქნება სასტუმრო, დასასვენებელი ზონები, აკვაპარკი, კუნძულზე იქნება საინტერესო ბულვარი, რესტორნები, იახტ-კლუბი რაც საინტერესო მიზიდულობის ცენტრს შექმნის ტურისტებისთვის.
მიახლოებული იქნება დუბაის კონცეფციასთან ტურისტული, დეველოპერული თვალსაზრისით. ჩვენი პროექტი საკმაოდ საინტერესო და რენტაბელურია დუბაისთან შედარებით, იმიტომ რომ ადგილობრივი მასალებით იქნება მოწყობილი მშენებლობა. ეს ყველაფერი სერიოზულად აიაფებს პროექტს. დუბაიში მოგეხსნებათ ქვა და ძირითადი საშენი მასალა სხვადასხვა ქვეყნებიდან შეიტანეს გემით. რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტს, შეიქმნება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, ბათუმს მცირემიწიანია ტერიტორიაა და ზღვისპირა ზოლში მიწა ფაქტობრივად აღარ არის დატოვებული, ეს ახალი იმპულსი იქნება დეველოპერებისთვის და ტურისტული განვითარებისთვის, ბევრი სასტუმრო ნომერი შეიქმნება, ვილები, კლუბი და გასართობი ზონები.

ძალიან მაღალი კლასის იქნება და ცხადია გათვლა გაკეთდება მაღალ მხარჯველუნარიან ტურისტებზე.“ - განმარტავს ქათამაძე.