მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში მედიუმ კლასის ბინების ღირებულება 66%-ით შემცირდა – მიმოხილვა

5f37f504de315
თამთა ჯიჯავაძე
15.08.20 23:00
2410
თბილისისგან განსხვავებით, ბათუმში ყველაზე მეტად პრემიუმ კლასის ბინების ბაზრის ღირებულება შემცირდა, წინა წლის ივნისის თვესთან შედარებით ეს 74%-იანი შემცირებაა. – ამის შესახებ Colliers International Georgia-ს ექსპერტების მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, ბათუმში მედიუმ კლასის ბინების ღირებულება 66%-ით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი კლების მაჩვენებელია. ამასთან, 2019 წელს პრემიუმ კლასის ბინები ბაზრის 20%-ს წარმოადგენდა, ახლა კი 11%-მდეა შემცირებული.

„რა თქმა უნდა, ეს შემცირებული ფასით აიხსნება, თუმცა ფასებთან დაკავშირებით სასურველია რამდენიმე თვეზე დაკვირვება საბოლოო ტრენდის გამოსაკვეთად“, – წერია მიმოხილვაში.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, 2020 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით ტრანზაქციები 29%-ით, ხოლო ბაზრის ღირებულება 32%-ით არის შემცირები, – „აღსანიშნავია, რომ თბილისთან შედარებით ნაკლები შემცირება გამოწვეულია ბათუმში 2020 წლის პირველ სამ თვეში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდით. ივნისის თვეში, 2020 წელს ბაზრის ღირებულება წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 51%-ითაა შემცირებული”.

Colliers International Georgia-ს ექსპერტების მიმოხილვაში ასევე აღიშნულია, რომ დისტანცირების კულტურის განვითარებასთან ერთად, მოთხოვნა უფრო გაიზრდება ხელმისაწვდომ კერძო სახლებზე. მათ შორის პირველად საცხოვრებელ სახლებზე ქალაქთან ახლოს და აგარაკებზე ქალაქგარეთ. ასევე, სავარაუდოდ გაძლიერდება მოთხოვნა მცირე ზომის მიწის ნაკვეთებზე, სადაც მყიდველებს შეეძლებათ თავად დამოუკიდებლად ააშენონ.