მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში, ორი ჩინელი მოგზაური მეთვალყურეობიდან მოხსნილია, მათ კორონავირუსზე ამოწმებდნენ

5e31854a1a4a7
თათია ჩაფიჩაძე
29.01.20 17:10
1458
ბათუმში, ორი ჩინელი მოგზაური მეთვალყურეობიდან მოხსნილია. როგორც bm.ge-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, ამ დროისთვის ორივე მათგანი ჯანმრთელადაა და ვირუსის საშიშროება არ არსებობს.

ინფორმაციისთვის, ორ ჩინელ მოგზაურს 37 გრადუსი ტემპერატურა უფიქსირდებოდათ და მათ ექიმები აკვირდებოდნენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, არცერთ მათგანს მწვავე რესპირაციული დაავადებებისთვის დამახასიათებელი, ან საეჭვო კლინიკური ნიშნები არ ჰქონდათ, თუმცა სიცხის გამო მედიკოსებმა პრევენციისთვის მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიული კვლევა ჩატარებულიყო.

გამყრელიძის თქმით, მოგზაურები უხანთან ახლოს მდებარე რეგიონიდან არიან, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობს.