მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში პრემიუმ ბინების ტრანზაქციები გაიზარდა - Colliers-ი

605468ef877dd
ვიქტორია მღებრიშვილი
19.03.21 21:00
968
"ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე აღდგენის ნიშნები უკვე შეიმჩნევა, რაც საკმაოდ პოზიტიურ ტრენდს ქმნის" - ამის შესახებ Colliers International Georgia-ს მიერ საცხოვრებელი ბინების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

Recov.ge-ზე არსებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ბათუმში თებერვალში ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტის ტრანზაქციები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით (436 შესრულებული ტრანზაქცია), ხოლო მედიუმ კატეგორიის ბინების რაოდენობა 30%-ით შემცირდა (89 შესრულებული ტრანზაქცია). ამასთან პოზიტიური ცვლილებაა პრემიუმ სეგმენტზე, სადაც საცხოვრებელი ბინების მაჩვენებელი, უმნიშვნელოდ თუმცა, მაინც 10%-ით გაიზარდა.

„ბათუმში, 2021 წლის თებერვალში 688 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 16%-ით ჩამორჩება. ბაზრის ზომამ ჯამში 26 მლნ დოლარი შეადგინა. გასულ წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელიც 16%-ითაა შემცირებული.

2021 წლის თებერვალში, ბათუმში ახალაშენებულ პროექტებში 608 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 14%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება ძველ პროექტებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობას, 31%-იანი ვარდნა დაფიქსირდა და მხოლოდ 80 ერთეული შეადგინა.

2021 წლის თებერვალში, ბათუმში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით შემცირდა და 24 მლნ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი თითქმის ორჯერ შემცირდა და 3 მლნ დოლარი შეადგინა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.