მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში სასწრაფო სამედიცინო გამოძახებებზე პაციენტებს მოტომედიკოსებიც მოემსახურებიან

62f75bcc547ba
BM.GE
13.08.22 12:06
777
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახალი პროექტის - მოტომედიკოსების განხორციელებას იწყებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეიდან ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს სასწავლო ცენტრის მიერ გადამზადებული მოტომედიკოსები შეემატებიან, რომლებიც მსოფლიო ბანკის მიერ შეძენილი სამედიცინო მოტოციკლებით ოპერატიულად შეძლებენ გამოძახებაზე გასვლას და სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განმარტებით, პროექტი იქნება ეფექტური, ვიწრო და რთული გამავლობის ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საკურორტო ზოლებში გადაუდებელი დახმარების შემთხვევებზე გაიზრდება ოპერატიულობა.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მოტომედიკოსის ისეთ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირება, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობა, ტრავმები, გულის გაჩერება, მნიშვნელოვნად ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შანსებს გაზრდის.
პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.